პეკინის გამზირზე მაღაზია რედბერი გაძარცვეს

7 იანვარს, თბილისში, პეკინის გამზირზე მაღაზია რედბერი გაძარცვეს. წაღებულია ძვირადღირებული სამკაულები.

კომპანიის ინფორმაციით, მძარცველებმა მაღაზიის წინა ფასადი ჩაამტვრიეს და ვიტრინებიდან ძვირადღირებული სამკაულები წაიღეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177 მუხლის მეორე ნაწილის ა და ბ პუნქტებით დაიწყო, რაც გულისხმობს ქურდობას უკანონო შეღწევით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. ამ მუხლით გათვალისწინებული დანაშაული ისჯება შინაპატიმრობით ვადით ერთიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.

banner
წინა სტატიაშიხვალ ღამით, 00:00 საათიდან 6:00 საათამდე, ბარათაშვილის აღმართზე მოძრაობა შეიზღუდება
შემდეგი სტატია8-9 თებერვალს პარიზის ძიუდოს გრანდ სლემი გაიმართება