ხვალ, აბიტურიენტებისათვის ღია კარის დღე გაიმართება

ხვალ, 15:00 საათზე, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში აბიტურიენტებისათვის ღია კარის დღე გაიმართება.

ცენტრი გამოსაშვები გამოცდებისა და ერთიანი ეროვნული გამოცდების მონაწილეებს შესაძლებლობას აძლევს შეხვდნენ ცენტრის წარმომადგენლებს, საგნობრივი ჯგუფების ხელმძღვანელებსა და გამოცდებთან დაკავშირებულ საკითხებზე მათგან მიიღონ ინფორმაცია.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრის ინფორმაციით, 2016 წელს მნიშვნელოვანი სიახლეა ერთიანი ეროვნული გამოცდების რეგისტრაციის პროცედურაში. რეგისტრაცია სამ ეტაპად ტარდება: ძირითად ეტაპი, ანუ გამოცდებისათვის დარეგისტრირება (პირადი მონაცემების შეტანა, საგამოცდო ქალაქის არჩევა და ჩასაბარებელი საგნების მითითება) 9 თებერვლიდან 15 მარტამდე გაგრძელდა. შემდგომ ეტაპზე აბიტურიენტი ვეღარ შეცვლის საგამოცდო ქალაქს, თუმცა პირველ ივნისამდე შესაძლებლობა ექნება მითითებული არჩევითი საგნის ან ენის შეცვლა.

საგანმანათლებლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლებლების არჩევა თუ შეცვლა აბიტურიენტებს სააპელაციო განაცხადების მიღების დასრულებამდე შეეძლებათ. წელს პირველად აბიტურიენტები საგამოცდო ბარათებს ნებისმიერ ხელმისაწვდომ კომპიუტერზე, პირადი გვერდიდან (გვერდი, სადაც აბიტურიენტი ირჩევს გამოცდებს, ნახულობს შედეგებს) ამობეჭდავენ.

ცნობისთვის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის რეგისტრაცია 41 500-ზე მეტმა აბიტურიენტმა გაიარა.

banner
წინა სტატიაშისალაჰ აბდესლამს ბრალი წაუყენეს
შემდეგი სტატიააწყურის ქუჩაზე, სადაც ქალის ცხედარი იპოვეს, ამ დრომდე სამართალდამცავები მუშაობენ