სალაჰ აბდესლამს ბრალი წაუყენეს

პარიზის ტერაქტების მთავარი ეჭვმიტანილი, სალაჰ აბდესლამი გერმანიის მიმართულებით გადაადგილდება

პარიზის ტერაქტების ერთ-ერთ მთავარი ორგანიზატორი სალაჰ აბდესლამი, რომელიც ბელგიის პოლიციამ სპეცოპერაციის შედეგად დააკავა, ბრიუსელში მომხდარ ტერაქტების სერიასთან კავშირში დაადანაშაულეს.

ცნობისთვის, 26 წლის სალაჰ აბდესლამი 4-თვიანი ძებნის შემდეგ ბრიუსელში, 18 მარტს ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დააკავეს.

თავდაპირველად აბდესლამი საფრანგეთში ექსტრადირებაზე უარს აცხადებდა. ბრიუსელის ტერაქტების შემდეგ კი მან საფრანგეთში ექსტრადირება მოითხოვა.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის 13 ნოემბერს, საფრანგეთის დედაქალაქში, სხვადასხვა ადგილზე, ტერაქტების სერია განხორციელდა. ერთი აფეთქება მოხდა რესტორანში, 3 აფეთქება სტადიონ „სტად დე ფრანსის“ მახლობლად, სადაც საფრანგეთისა და გერმანიის ნაკრებების ამხანაგური მატჩი მიმდინარეობდა და რომელსაც საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი ესწრებოდა. გარდა ამისა, თეატრ „ბატაკლანში“, სადაც როკ-კონცერტი იმართებოდა, უცნობმა პირებმა მძევლები აიყვანეს. ტერაქტების შედეგად, ოფიციალური მონაცემებით, 132 ადამიანი დაიღუპა და 200-ზე მეტი დაშავდა.

banner
წინა სტატიაშიკატასტროფის რისკის შემცირების დოკუმენტზე მუშაობა დაიწყო
შემდეგი სტატიახვალ, აბიტურიენტებისათვის ღია კარის დღე გაიმართება