ხულოში ხანძარს ორი ადამიანი ემსხვერპლა.

ხულოში ხანძარს 20 წლის გოგონა და შეზღდული შესაძლებლობის მქონე პირი ემსხვერპლა. ღორჯომის თემში, სოფელ ჭახაურში ერთდროულად ორ საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა და მთლიანად დაიწვა.

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის დროს სახლში ერთი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი და არასრულწლოვანი იმყოფებოდნენ.

როგორც  აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა, ზაალ მიქელაძემ განაცხადა, დაღუპულია 20 წლის გოგონა, რომელიც სავარაუდოდ, ცეცხლმოკიდებულ სახლში 75 წლის შშმ პირის გადასარჩენად შევიდა. ასევე, გარდაცვლილია შშმ პირიც.

მისი თქმით, სხვა დეტალები ჯერ უცნობია.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ცეცხლი ლოკალიზებულია და მისი სხვა საცხოვრებელს სახლებზე გავრცელების საფრთხე არ არსებობს.

ადგილზე აჭარის ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებიან, რომლებიც დღეს მოსახლეობას ხვდებოდნენ.

banner
წინა სტატიაში„თბილსერვის ჯგუფის“ განცხადება
შემდეგი სტატია“სესხების შეზღუდვა ჭარბვალიანობის ვადაგადაცილებულ პორტფელში გადაზრდის რისკს ქმნის”