ხულოში, შავნაბადას მთაზე ხანძრის ახალი კერა გაჩნდა

ხულოში, შავნაბადას მთაზე ხანძრის ახალი კერა გაჩნდა. ცეცხლი ამ დროისთვის 3 ჰექტარზეა ტეროტირზეა გავრცელებული. ქარიანი ამინდის გამო ხანძარი ბუჩქნარიდან უკვე წიწვოვან ხეებზე გადავიდა.

სახანძრო სამუშაოებში ავიაციის ჩართვას ელოდებიან.

აჭარის მთავრობის მეთაურმა, ზურაბ პატარაძემ, ხანძრის ტერიტორია ვერტმფრენიდან დაათვალიერა, რის შემდეგაც ის უშუალოდ აგილზე იმყოფებოდა. მისი თქმით, შესაბამისი სტრუქტურები ხანძრის ჩასაქრობად ყველა ღონეს ხმარობენ.

„ვცდილობთ, რომ საღამოსთვის ცეცხლი იყოს ლიკვიდირებული,“ – განაცხადა ზურაბ პატარაძემ.

მეხანძრეებს ამ ეტაპოზე ცეცხლის 4 აქტიური კერასთან უწევთ ბრძოლა.

banner
წინა სტატიაშიორი უბედური შემთხვევა ფსოუ–ენგურის ტრასაზე
შემდეგი სტატიათოჯინების თეატრის თანამშრომლების მდუმარე აქცია-პერფომანსი მთავრობის ადმინისტრაციასთან