ორი უბედური შემთხვევა ფსოუ–ენგურის ტრასაზე

სამხედრო მოსამსახურემ 5 წლის ბავშვი გააუპატიურა

3 სექტემბერს დღის 2 საათზე აფხაზეთში, ფსოუ–ენგურის ტრასის მე–11 კილომეტრზე Hyundai–ის ტიპის ავტომანქანას ცეცხლი გაუჩნდა და ადგილზე დაიწვა. ავტომანქანა რუსეთის მოქალაქეს, მოსკოვის ოლქში მცხოვრებ ა.მ. კოკარიანს ეკუთვნოდა .კოკარიანი “ფსოუს” ე.წ. სასაზღვრო პუნქტის მიმართულებით მიემართებოდა . ხანძარი მაშველთა ბრიგადამ ჩააქრო. ინფორმაციას აფხაზური პორტალი “АИААИРА”ავრცელებს.
ამავე პორტალის ცნობით, იმავე დღეს, დაახლოებით იმავე მონაკვეთზე, საათნახევრით ადრე Volkswagen–ის ტიპის ავტომანქანა დაეჯახა სპეცტექნიკის ავტომანქანას, რომელიც საგზაო სამუშაოებს აწარმოებდა. შემთხვევის შედეგად სპეცავტომანქანის მძღოლი გარდაიცვალა. ორივე ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.

banner
წინა სტატიაშისოხუმში სახლებიდან ავეჯს ისვრიან
შემდეგი სტატიახულოში, შავნაბადას მთაზე ხანძრის ახალი კერა გაჩნდა