ხულოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა

ხულოში სოფელ დიოკნისში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. როგორც ცნობილია მსუბუქი ავტომანქანა ხევში გადავარდა. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

პირველადი ინფორმაციით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის“ 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას უსაფრთხოების ან ექსპულატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

banner
წინა სტატიაშისაგარეჯოში 17 წლის გოგონა უმცროსი დის თვალწინ მოიტაცეს
შემდეგი სტატიანატახტარის გზაზე სატვირთო ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა