საგარეჯოში 17 წლის გოგონა უმცროსი დის თვალწინ მოიტაცეს

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში არასრულწლოვანი სახლიდან, 12 წლის დის თანდასწრებით მოიტაცეს. როგორც ცნობილია გოგონას ოჯახი და პოლიცია გუშინდელი დღიდან ეძებს. არსებული ინფორმაციით, გატაცებაში 2 პირი მონაწილეობდა.

არასრულწლოვანის ოჯახი თვითმხილველებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ მოზარდი მათი ნაცნობის ავტომობილით გაიტაცეს. ხოლო ვინ არის პირი, ვინც 17 წლის გოგო სავარაუდოდ ცოლად შერთვის მიზნით მოიტაცა, მათთვის უცნობია.

შსს-მ გამოძიება სსკ-ს 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაში“არ დასტურდება არც მწვავე და არც ქრონიკული ეგზოგენური ინტოქსიკაცია” – “მედიქლაბ ჯორჯიას” სამედიცინო დირექტორი მერაბიშვილის ადვოკატებს პასუხობს
შემდეგი სტატიახულოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა