“ყრილობის ლეგიტიმურობა სერიოზული საფრთხის წინაშე დგას”

ამ ეტაპზე „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობის ლეგიტიმურობის საკითხი საფრთხის წინაშე დგას, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ოთარ კახიძემ განუცხადა.

„საორგანიზაციო კომისიის შემადგენლობა ყრილობას უნდა განესაზღვრა. თუმცა, ბოიკოტის გამო ასეთი რამ ვერ მოხდა. სერიოზული იურიდიული ხარვეზები იკვეთება ამ მხრივ. ვერ გეტყვით, რა მოვლენები შეიძლება განვითარდეს თუ სამართლებრივი საკითხები ვერ მოგვარდება. მაშინ შესაბამისი ორგანოები გადაწყვეტენ, თუ რამდენად ცნობენ იმ შედეგებს, რომელსაც ყრილობა დადებს. ამ ეტაპზე ყრილობის ლეგიტიმურობა სერიოზული საფრთხის წინაშე დგას, რადგან მთელი რიგი საკითხები, რომელიც გასაწერი იყო, არ არის გაწერილი, რადგან პოლიტსაბჭოს სხდომა ბოიკოტის გამო ჩაიშალა“, – განაცხადა ოთარ კახიძემ.

banner
წინა სტატიაშიმაგდა პაპიძის საქმეზე პროკურატურა საგანგებო განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაკაცი, რომელიც სადამ ჰუსეინის დაკითხვას ატარებდა: “ის მირჩევნია ბუშს”