კაცი, რომელიც სადამ ჰუსეინის დაკითხვას ატარებდა: “ის მირჩევნია ბუშს”

2003 წლის დეკემბერში, როცა ამერიკელმა ჯარისკაცებმა მალვაში მყოფი სადამ ჰუსეინი იპოვეს, ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოს დასჭირდა ადამიანი, რომელიც ერაყის ყოფილი პრეზიდენტის იდენტურობას დაადგენდა. ამ როლისთვის მათ ჯონ ნიქსონი აირჩიეს.
ჯონ ნიქსონმა “ბიბისის” მოუთხრო, რომ ის ჰუსეინში 1998 წლიდან სწავლობდა, იმ მომენტიდან, როცა ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოში სამუშაოდ მივიდა. ამ ორგანიზაციაში მისი დანიშნულემაც ეს იყო – სხვადასხვა ქვეყნის ლიდერების შესწავლა.

“როცა კრიზისი ხდება, ადამიანები, რომლებიც პოლიტიკას განაგებენ, ჩვენთან შეკითხვით მოდიან: ეს ვინ არის, რა უნდა, ასე რატომ აკეთებს და არა ისე” – ნიქსონი ყვება – ის სამმართველოდან 2011 წელს წავიდა.
ჯონ ნიქსონი ერაყში იყო, როცა ამერიკელმა ჯარისკაცებმა იპოვეს ჰუსეინი პატარა მიწისქვეშა შენობაში, საკუთარ ქალაქთან ახლოს.
ამ დროს ბევრი ხმა დადოდა იმასთან დაკავშირებით, რომ სადამ ჰუსეინს ბევრი ორეული ყავდა. “მაგრამ, როგორც კი დავინახე, მაშინათვე გამიქრა ყველა ეჭვი ის ის იყო თუ არა” – ანალიტიკოსი იხსენებს.

“როცა მას დაველაპარაკე, შემომხედა ზუსტად იმ მზერით, როგორითაც წიგნის ყდიდან იყურებოდა, და რომელიც წლების მანძილზე ჩემს მაგიდაზე იდო. ეს სურეალისტიკური შეგრძნებაც არ ყოფილა, ეს სხვა რაღაც იყო” – ნიქსონი აგრძელებს. ის სადამ ჰუსეინს რამდენიმე დღე კითხავდა და, ამდაგვარად, პირველი ადამიანი იყო, რომელიც ერაყის ჩამოგდებულ პრეზიდენტს ესაუბრებოდა. მოგვიანებით დაკითხვაში გამოძიების ფედერალური ბიუროს მთელი ჯგუფი ჩაერთო.
“ჩემს თავს ვეუბნეოდი, ნუთუ ეს სიმართლეა, ნუთუ მე ვარ ის, მსოფლიოში ყველაზე ცნობილ ძებნილს რომ უტარებს დაკითხვას” – ამბობს ნიქსონი. დაკითხვისას ისინი მარტოები იყვნენ კაბინეტში, ასევე, იქვე იმყოფებოდნენ სიცრუის დეტექტორის ოპერატორი და თარჯიმანი.

ექსპერტის თქმით, მან სადამ ჰუსეინში დაინახა ის, რაზეც ამერიკული პრესა არ წერდა – დიქტატორის ადამიანური მხარეები. “ის ერთ-ერთი ყველაზე ქარიზმატული ადამიანი იყო იმათგან, ვინც ოდესმე შემხვედრია. როცა უნდოდა, მას შეეძლო მომაჯადოვებელი ყოფილიყო, მხიარული, კეთილშობილი” – ნექსონი იხსენებს. მაშინ კი, როცა ჰუსეინს არ უნდოდა ყოფილიყო კეთილშობილი, ან არ შეეძლო ყოფილიყო, ის ხდებოდა უხეში, თავხედი, საზიზღარი, ბოროტებით აღსავსე. “დაახლოებით სამჯერ ჩააგდეს ჩემმა შეკითხვებმა ის ასეთ მდგომარეობაში” – ნიქსონი ამბობს.

პირველი დაკითხვის დასასრულს, რომლის მანძილზეც ნიქსონს იმის იმედი ჰქონდა, რომ ჰუსეინი ითანამშრომლებდა, ექსპერტი მასთან ფსიქოლოგიური კონტაქტის დამყარებას შეეცადა. ერაყის პრეზიდენტმა თქვა, რომ ჰუსეინს სიამოვნებდა საუბარი.
“ის ხომ თვეების მანძილზე იმალებოდა, ასე რომ მას საუბრის საშუალება არ ჰქონია” – ნიქსონმა თქვა. თითქოს არ გავდა ცუდ დასაწყისს, მაგრამ მეორე დაკითხვაზე ჰუსეინი უფრო მეტად დაძაბული და ეჭვიანი იყო.

ჯონ ნიქსონმა აღიარა, რომ მას, როგორც ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენელს, ბევრი მეთოდი არ ჰქონდა ჰუსეინთან სასაუბროდ.
“მომიწია მის ისტორიულ გრძნობებზე მომეხდინა სპეკულირება, დარწმუნება, რომ მის ხედვას, მის სიტყვას მსოფლიოს ლიდერები გაიგებენ” – ამბობს ნიქსონი.
სამმართველომ ნიქსონს შეკითხვები გადასცა, რომელზე პასუხებიც უნდა გაეგო ჰუსეინისგან, თუ რა თანმიმდევრობით მოახდენდა ამას, ეს მისი გადასაწყვეტი იყო. “ჩვენს უწყებაში იმას გვასწავლიან, თუ როგორ ვისაუბროთ ხალხთან, როგორ შევქმნათ მათგან საინტერესო ინფორმაციის წყარო, მაგრამ აქ სიფრთხილეა საჭირო, რადგანაც, შესაძლებელია თემას იმ კუთხით შეეხოს, რომელიც ჩვენთვის არ არის საინტერესო და ვერ მივიღოთ ინფორმაციის მაქსიმუმი” – ნიქსონი ამბობს.

ჰუსინის შემთხვევაში, ყველაზე მნიშვნელოვანი თემა მასობრივი განადგურების იარაღი იყო. ბრალდება იმის შესახებ, რომ ერაყს მასობრივი განადგურების იარაღი აქვს, აშშ-სა და ბრიტანეთისათვის ერაყში შეჭრის ძირითადი მიზეზი იყო.
თუმცა, ნიქსონმა ჰუსეინის დაკითხვიდან დაასკვნა, რომ ერაყის ყოფილმა დიქტატორმა ატომური პროგრამა მის ქვეყანაში ამერიკელი და ბრიტანელი ჯარისკაცების შეჭრამდე რამდენიმე წლით ადრე დაასრულა და მის რეამინირებას არ აპირებდა.
ამის გამო, მაღალ კაბინეტებში ნიქსონი და მისი კოლეგები “წარუმატებლებში” ჩაწერეს. მოხსენებაზე, რომელიც პრეზიდენტ ბუშისათვის იყო გაკეთებული, მისთვის არც ერთხელ არ დაუძახიათ, სანამ 2008 წელს იგივე დასკვნამდე არ მივიდა გამოძიების ფედერალური ბიურო.

ნიქსონი ჯორჯ ბუშ-უმცროსზე დაუფარავი სიძულვილით საუბრობს. ექსპერტი ერთ-ერთი მცირეთაგანია მსოფლიოში, რომელსაც ბუშისთვის და სადამ ჰუსეინისთვის ხელი აქვს ჩამორთმეული. მისი თქმით, მისთვის არჩევანი რომ შემოეთავაზებინათ, ის სადამ ჰუსეინის კამპანიას აირჩევდა. მისი შეფასებით პრეზიდენტი ბუში რეალობიდან მოწყვეტილი იყო და გარს პირფერები ეხვივნენ.

“მივეჩნიე იმას, რომ ჩვენს აზრს წონა აქვს, რომ პრეზიდენტი ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოს აზრს ყურს უგდებს, მაგრამ აქ, ჩვენ რაც არ უნდა გვეთქვა, პოლიტიკა დაზვერვაზე მაღლა დგებოდა” – ამბობს ანალიტიკოსი და ამატებს, რომ მას რცხვენია იმის გამო, რაც სადამ ჰუსეინის ჩამოგდების შემდეგ ხდებოდა ერაყში. მისი შეფასებით, ბუშის ადმინისტრაციას არ უფიქრია იმაზე, თუ რა იქნებოდა ჰუსეინის ჩამოჰგდების შემდეგ.

ის თვლის, რომ რეგიონში გაცილებით მეტი სიმშვიდე იქნებოდა, სადამ ჰუსეინი რომ ყოფილიყო ხელისუფლებაში და ამასთანავე, “ისლამური სახელმწიფო” ჰუსეინის დროს ვერ გაძლიერდებოდა. პოლიტიკოსები, რომლებმაც მაშინ ჰუსეინის ჩამოგდებაში მიიღეს მონაწილეობა, მაგალითად, ბრიტანეთის ყოფილი პრემიერი ტონი ბლერი, ნიქსონს, ცხადია, არ ეთანხმებიან.

მომზადებულია “ბიბისის” მიხედვით

banner
წინა სტატიაში“ყრილობის ლეგიტიმურობა სერიოზული საფრთხის წინაშე დგას”
შემდეგი სტატიათურქეთის პოლიციამ “ისლამური სახელმწიფოს” 20 ბოევიკი დააკავა