ხოშტარია: ოპოზიცია დღეს უფრო ძლიერია ვიდრე გუშინ

ოპოზიცია დღეს უფრო ძლიერია ვიდრე გუშინ და ამ სიძლიერეს ხალხის მხარდაჭერა განსაზღვრავს და არა წულუკიანის ან ვინმეს სიტყვები. ამიტომ, საერთოდ ვერ ვივლებ თავში ხელების ჩამოყრას, პირიქით წინ და შემართებით. – ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, მოძრაობა “დროას” დამფუძნებელი ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში ახალი ბრძოლის დასაწყისზე წერს.

ხოშტარიას თქმით, ამ ბრძოლის ტაქტიკაზე შეიძლება ბევრი კამათი, რათა ნაკლები შეცდომა იქნას დაშვებული.

“არჩევნებზე მიმართული მოლოდინების და დახარჯული ენერგიის ფონზე ბევრის განწყობა მესმის, დაღლილობის განცდაც, კითხვებიც, რეფლექსია, პრეტენზიებიც. ოღონდ დავსვათ, ჩემი აზრით, მთავარი კითხვები:

– მოულოდნელი იყო რაც მოხდა? – არა

– ამიტომ არ უნდა გვებრძოლა თუ გაყალბებას ველოდებოდით? რა თქმა უნდა, კი

– ოპოზიციამ წააგო? ხალხის მხარდაჭერის თვალსაზრისით ნამდვილად არა. გაფორმება, რაც რეჟიმს დაასრულებდა, ჯერ ვერ შევძელით

– რეჟიმი დასუსტდა? ჩემი აზრით, კი

– all in შესული ლიდერები დაზარალდენ? არანაირად, რადგან პერსონალური პრესტიჟი თუ პოზა არც ყოფილა საერთოდ სათვალავში. პირიქით, შედეგი მათ შორის ამან მოიტანა

– ერთობა გრძელდება? რა თქმა უნდა კი, იმიტომ, რომ ერთობაც და კოალიციაც იდეაა და არა ტაქტიკური სვლა

მოკლედ ოპოზიცია დღეს უფრო ძლიერია ვიდრე გუშინ და ამ სიძლიერეს ხალხის მხარდაჭერა განსაზღვრავს და არა წულუკიანის ან ვინმეს სიტყვები. ამიტომ, საერთოდ ვერ ვივლებ თავში ხელების ჩამოყრას, პირიქით წინ და შემართებით.

ამასთანავე, ცხადია ამ ბრძოლის ტაქტიკაზე შეიძლება ბევრი ვიკამათოთ, ნაკლები შეცდომა დავუშვათ და კრიტიკაც უნდა მივიღოთ”,- წერს ელენე ხოშტარია.

banner
წინა სტატიაშიადმინისტრაციის შენობასთან სპეც დანიშნულების რაზმის მობილიზება მიმდინარეობს
შემდეგი სტატიაბოკერია: ავტორიტარული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლას სჭირდება კომპლექსური და თანმიმდევრული მიდგომა