ბოკერია: ავტორიტარული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლას სჭირდება კომპლექსური და თანმიმდევრული მიდგომა

ავტორიტარული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლას სჭირდება კომპლექსური და თანმიმდევრული მიდგომა, რომლის აუცილებელი ნაწილია მშვიდობიანი საპროტესტო აქციები, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ გიგა ბოკერიამ განაცხადა.

მისი თქმით, ყველას გვესმის, რომ ჩვენი ქვეყანა ძალიან რთულ ვითარებაშია.

„გუშინ მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებამ, მათ შორის, ოპოზიციამ გადადგა წინ ნაბიჯი საარჩევნო მობილიზების საქმეში ავტორიტარული რეჟიმის წინააღმდეგ, ეს მობილიზება არ აღმოჩნდა საკმარისი ივანიშვილის რეჟიმის კრიმინალური, არალეგიტიმური მეთოდების გადასალახად. ასეთ ვითარებაში, ასეთი ავტორიტარული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლას სჭირდება კომპლექსური და თანმიმდევრული მიდგომა, რომლის აუცილებელი ნაწილია მშვიდობიანი საპროტესტო აქციები. მაგრამ აქვე მინდა წინასწარ ვთქვა „ევროპული საქართველოს“ პოზიცია, რომ ლოზუნგი, რომ „არჩევნები გაუქმებულია“ ჩვენ არსებითად მცდარად მიგვაჩნია.

მე მინდა ყველას შევახსენო, რომ ისეთი სახიფათო, ავტორიტარული რეჟიმების, როგორიც ივანიშვილის რეჟიმია არასაარჩევნო გზით შეცვლა ბევრად მეტი მხარდაჭერის მოპოვება სჭირდება მოსახლეობისგან, ვიდრე საარჩევნო პროცესში არალეგიტიმური და ძალადობრივი მეთოდების გადალახვას. კიდევ ერთხელ არ უნდა შევუქმნათ ჩვენს საზოგადოებას მოლოდინი სწრაფ წარმატებაზე, ჩვენ ყველანი უნდა ვიყოთ მზად თანმიმდევრული, სამწუხაროდ, როგორც ჩანს, არამოკლევადიანი ბრძოლისთვის და ამ წარუმატებლობამ არ უნდა ჩაგვაგდოს სასოწარკვეთაში. განცხადებები, რომ „აღარ შეგვიძლია მოთმენა და რაღაც უნდა ვქნათ“ – ეს პირიქით ხელს უწყობს ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან ნიჰილიზმის დამყარებას და სასოწარკვეთაში საზოგადოების ჩაგდებას“, – განაცხადა ბოკერიამ.

banner
წინა სტატიაშიხოშტარია: ოპოზიცია დღეს უფრო ძლიერია ვიდრე გუშინ
შემდეგი სტატია“ეუთო ოდირი არასდროს დასვამს არჩევნების ლეგიტიმურობის საკითხს, ის ამცნობს საზოგადოებას დარღვევების შესახებ და შემდეგ საზოგადოება დასვამს საბოლოო ბეჭედს” – გიგი წერეთელი