ადმინისტრაციის შენობასთან სპეც დანიშნულების რაზმის მობილიზება მიმდინარეობს

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან სპეც დანიშნულების რაზმის მობილიზება მიმდინარეობს.

კანცელარიის ეზოში უკვე შევიდა რამდენიმე ყვითელი ავტობუსი. განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ბაზიდან კიდევ ათობით ავტობუსი ადმინისტრაციის შენობისკენ ამ წუთებში მიემართება.

სპეცრაზმის მობილიზება სავარაუდოდ, რუსთაველის გამზირზე ოპოზიციური პარტიების მიერ დაგეგმილ საპროტესტო აქციას უკავშირდება, სადაც ოპოზიციის ლიდერები დღეს, 19:00 საათზე, სამოქმედო გეგმას წარადგენენ.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ მმართველმა გუნდმა არჩევნები ისევ მიიტაცა და ბრძოლის ახალ ეტაპზე გადასვლას აანონსებენ.

banner
წინა სტატიაში“არჩევნების შედეგების მიღება ფუნდამენტური დემოკრატიული ვალდებულებაა, მსურს, მივულოცო ყველას, ვინც მერად და საკრებულოს წევრად აირჩიეს”
შემდეგი სტატიახოშტარია: ოპოზიცია დღეს უფრო ძლიერია ვიდრე გუშინ