“ხორავას ქუჩის საქმეზე სამოხელეო გამოძიება დასაწყებია” – გიორგი გახარია

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ადასტურებს, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მოზარდების მვკლელობის საქმეზე ჩატარებული გამოძიება ხარხვეზებით ჩატარდა.

გიორგი გახარია თვლის, რომ მომხდართან დაკავშირებით, სამოხელეო გამოძიება სისხლის სამართლის ნაწილში დასაწყებია.

“მე ერთხელ ვთქვი, და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ამ საქმეზე სამოხელეო გამოძიება სისხლის სამართლის ნაწილში დასაწყებია, და ამაში ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ეს პოზიცია ჰქონდა სულ” – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

“ეს მძიმე თემაა, პერსონალურად შემიძლია ვთქვა, რომ ეს ჩემი პირადი ტრაგედიაა, 2 დღის მოსული ვიყავი შსს-ში რომ ეს მოხდა. უზომო ძალისხმევა გატარდა იმისთვის, რომ ეს შედეგი ყოფილიყო ობიექტური და რეალური, თუმცა როგორც ჩანს ყველაფერი არ არის გაკეთებული გარკვეული ხარვეზები იყო დაშვებული. აქ ვერავინ ვერ იპოვის სიტყვებს, რომელიც სანუგეშებელი იქნება. ადამიანურად ეს ჩემი და ბევრი ადამიანის მუდმივი ტვირთი იქნება. ადამიანის ტქვირთი იქნება. სანამ ვიქნები შინაგან საქმეთა მინისტრი და სანამ ამის საშუალება მექნება, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის რომ ეს საქმე იყოს ბოლომდე მიყვანილი და წერტილი დაესვას. სამინისტროში პარალელურად გამოძიებას ვაგრძელებთ, მე იმედი მაქვს, რომ იმ პროცესში, რომელიც დღეს აპელაციაში მიდის ჩვენ პროგრესი გვექნება. ეს არის ის ფორმალური იურიდიული მხარე , რასაც ჩვენ მივყვებით” – განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

 

[fbvideo link=”https://www.facebook.com/tvpirveli/videos/512779099250427/” width=”500″ height=”400″ onlyvideo=”1″]

banner
წინა სტატიაშიშს მინისტრი განმარტავს რა სახის დანაშაულებზე ფიქსირდება სტატისტიკური კლება და რა სახის დანაშაულებზე ფიქსირდება მატება
შემდეგი სტატიაალეკო ელისაშვილი მთაწმინდის მაჟორიტარობისთვის ბრძოლას არ აპირებს