ალეკო ელისაშვილი მთაწმინდის მაჟორიტარობისთვის ბრძოლას არ აპირებს

სამოქალაქო მოძრაობა აუცილებლად დაასახელებს თავის კანდიდატურას მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში და ეს მე არ ვიქნები,-ამის შესახებ სამოქალაქო მოძრაობის ლიდერმა ალექსანდრე ელისაშვილმა “პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

ელისაშვილმა მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში სხვა პოლიტიკური პარტიების მიერ დასახელებულ კანდიდატებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პოლიტიკური პარტიების გაერთიანება ბლოკის სახით გულდასაწყვეტია.

„მე ძალიან დიდ პატივს ვცემ შალვა შავგულიძესაც და ნინო გოგუაძესთან ვმეგობრობ, იმიტომ, რომ ერთ-ერთი გამორჩეული ადამიანია ქართულ პოლიტიკაში, მაგრამ მე გული დამწყდა, როდესაც ეს გაერთიანება ვნახე… სამოქალაქო მოძრაობა აუცილებლად დააყენებს თავის კანდიდატურას მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში და ეს მე არ ვიქნები. მე ვარ დაკავებული დილიდან ღამემდე სტრუქტურის მშენებლობით, რეგიონული ოფისების შექმნით, აწყობით, მათი გამართული მუშაობით, ადამიანებთან შეხვედრებით… მე ვარ დაკავებული ხალხის მოსმენით თბილისში და რეგიონებში, რომ კარგად გავიაზროთ რა პრობლემებია“, – განაცხადა ელისაშვილმა.

banner
წინა სტატიაში“ხორავას ქუჩის საქმეზე სამოხელეო გამოძიება დასაწყებია” – გიორგი გახარია
შემდეგი სტატიაპოლიცია დღეს სრულად აკონტროლებს იმას, რა ხდება ქვეყანაში, როგორც კრიმინოგენული მიმართულებით, ასევე, მართლწესრიგის მიმართულებით.