ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმეში კიდევ ერთი დაჭრილი მოზარდი ფიგურირებს

ბათუმში 53 წლის მამაკაცი მოკლეს

„დაცვის მხარე დარწმუნებული ვართ, რომ დანაშაული მხოლოდ ორ პირს არ ჩაუდენია. იქ იყო იმაზე მეტი დანა, ვიდრე გამოძიებით არის დადგენილი და იმაზე მეტი პირი მონაწილეობდა, ვიდრე ბრალდებულის სკამზე ზის,“- ეს განცხადება ადვოკატმა, ეკატერინე მაჭარაშვილმა ხორავას ქუჩაზე მომხდარი ორი მოზარდის მკვლელობის საქმეზე გააკეთა.

მისი თქმით, დაცვის მხარე ხედავს საფრთხეს, რომ დანაშაული მხოლოდ ორ არასრულწლოვანს დააბრალდეს.

ეკატერინე მაჭარაშვილმა   რომ საქმეში არის კიდევ ერთი არასრულწლოვანი, რომელიც ხორავას ქუჩაზე 1 დეკემბერს დაიჭრა, თუმცა გამოძიებას ჯერ არ დაუდგენია, ვინ დაჭრა მოზარდი.

ხორავას ქუჩაზე მომხდარი ორი მოზარდის მკვლელობის საქმეზე წინასასამართლო სხდომა დღეს გაიმართება. მხარეებმა მტკიცებულებების დასაშვებობაზე უნდა იმსჯელონ. დღესვე სასამართლო ბრალდებულებისთვის შეფარდებულ აღკვეთის ღონისძიებასაც გადასინჯავს.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კანდელაკი: სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს ლუკავას უსაფრთხოება
შემდეგი სტატიაყალბი ფულის დამზადება-გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს