გიორგი კანდელაკი: სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს ლუკავას უსაფრთხოება

აფხაზეთიდან გათავისუფლებული ქართველი პატიმრის, გიორგი ლუკავას მიმართ შესაძლო შურისძიებასა და ოკუპირებულ ტერიტორიაზე ამჟამად შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით ევროპული საქართველოს წევრი გიორგი კანდელაკი კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ უნდა მოხდეს ხელისუფლების მხრიდან მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფა
„შემაშფოთებელია, რომ იგი არ გრძნობს თავს უსაფრთხოდ. უნდა მოხდეს დადგენა, რამდენად აქვს საფუძველი მის განცხადებას და თუკი საფუძვლიანია ეს განცხადება, სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს კონკრეტულად ამ მოქალაქის, ბატონი ლუკავას უსაფრთხოება,“ – აცხადებს „ევროპული საქართველოს“ წევრი გიორგი კანდელაკი.

banner
წინა სტატიაშისასტიკი მკვლელობა თბილისში – სამართალდამცველებმა წითლანაძის ქუჩაზე ბინა გაჩხრიკეს
შემდეგი სტატიახორავას ქუჩის მკვლელობის საქმეში კიდევ ერთი დაჭრილი მოზარდი ფიგურირებს