ყოფილი სასტუმრო “ლონდონის” შესასვლელში ქართული თემატიკის კედლის მხატვრობა აღმოაჩინეს

თბილისში, ყოფილი სასტუმრო “ლონდონის” შესასვლელში ქართული თემატიკის ნახატები აღმოჩნდა. ამის შესახებ ინფორმაციას ორგანიზაციის “ტფილისის ჰამქარი” წარმომადგენელი ცირა ელისაშვილი ავრცელებს.

მისი თქმით, კედელის მხატვრობა საბჭოთა პერიოდში იყო გადალესილი და გადაღებული.

“აი, რა საოცრება გამოჩნდა ყოფილი სასტუმრო “ლონდონის ” შესასვლელში, კომუნისტების მიერ გადალესილი და გადაღებილი ფენის ქვეშ! ქართული თემატიკა თბილისური სადარბაზოების კედლის მხატვრობაზე ძალიან მცირეა. ეს არის ნამდვილი აღმოჩენა!!” – წერს ცირა ელისაშვილი.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი მუსლიმ თანამოქალაქეებს ყურბან-ბაირამს ულოცავს
შემდეგი სტატიაჯანმოს წამყვანი მეცნიერი: მსოფლიო პანდემიის დასასრულს უფრო მეტად შორდება