ჯანმოს წამყვანი მეცნიერი: მსოფლიო პანდემიის დასასრულს უფრო მეტად შორდება

FILE PHOTO: Technical Lead for the World Health Organization (WHO) Maria Van Kerkhove attends a news conference on the situation of the coronavirus (COVID-2019), in Geneva, Switzerland, February 28, 2020. REUTERS/Denis Balibouse/File Photo

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წამყვანმა მეცნიერმა განაცხადა, რომ მსოფლიო პანდემიის დასასრულს სულ უფრო მეტად შორდება. ამის დამადასტურებელ ფაქტად მან კოვიდ-19-ის ახალი ვარიანტების გამოვლენა, სოციალური ჯგუფების შერევა, პროფილაქტიკის ზომების დაუცვალობა და არასაკმარისი ვაქცინები მოიყვანა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ტექნიკურმა ხელმძღვანელმა და ეპიდემიოლოგმა მარია ვან კერკხოვემ აღნიშნა, რომ უკანასკნელი კვირის მანძილზე დაავადებულთა რაოდენობა 11,5%-ით , ლეტალური შემთხვევები კი 1%-ით გაიზარდა – “ამრიკის ხმა” წერს.
კერკხოვეს თქმით, ევროპაში კოვიდ-19-ით დაავადების მაჩვენებელი 21%-ით გაიზარდა, წყნარი ოკეანის დასავლეთ ნაწილში – 30%-ით. “ჩვენ ძალიან საშიშ მდგომარეობაში ვართ. სიტუაცია სულ უფრო მეტად რთულდება და ჩვენ სულ უფრო ვშორდებით პანდემიის დასასრულს, ვიდრე ამ მომენტში უნდა ყოფილიყო” – თქვა მან 20 ივლისს.

banner
წინა სტატიაშიყოფილი სასტუმრო “ლონდონის” შესასვლელში ქართული თემატიკის კედლის მხატვრობა აღმოაჩინეს
შემდეგი სტატია21 ივლისისთვის ერთი ამერიკული დოლარი 3.0962 ლარი ეღირება