ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მეუღლე ლიზა იასკო უკრაინიდან ვიდეომიმართვას ავრცელებს

ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მეუღლე ლიზა იასკო უკრაინიდან ვიდეომიმართვას ავრცელებს.

„ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო საქართველოში არჩევნების მშვიდობიანად ჩატარება, რადგან პირადი ხასიათის სხვადასხვა ინფორმაციები ვრცელდებოდა მიხეილ სააკაშვილისა და ლიზა იასკოს ურთიერთობის შესახებ, და მინდოდა ეს არ ყოფილიყო ნომერ პირველი ახალ ამბებში. პირადი ახლა აბსოლუტურად უმნიშვნელოა. მთავარი ახლა არის ის, რომ მიხეილ სააკაშვილი იმყოფება უკანონო პატიმრობაში და მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მოსახლეობამ დაიცვას არჩევნების შედეგები მეორე ტურშიც და მიღწეულ იქნეს ცვლილებები, რომელიც ქვეყნის მოსახლეობას სურს.ვიცი, რას ნიშნავს, როცა კვდები საკუთარი ქვეყნისთვის. ვიცი, როგორ შეუძლია ამის გაკეთება ადამიანს, რომელიც მიყვარს. მისი საქციელი ძალიან დასაფასებელია და დიდ პატივისცემას იმსახურებს“, – აღნიშნა ლიზა იასკომ.

სააკაშვილის მეუღლემ, ასევე, განაცხადა, რომ საქართველოში მალე ჩამოვა.

მან გაამხნევა „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები და აღნიშნა, რომ უკრაინა საქართველოს გვერდით დგას.

 

https://youtu.be/qIr2HX8PBio

banner
წინა სტატიაშიქვეყნის მასშტაბით ხმების 100% დათვლილია
შემდეგი სტატია„ქართულმა ოცნებამ“ უნდა გაითვალისწინოს ამერიკის საელჩოსა და საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების მიერ აღნიშნული მძიმე დარღვევები და მეორე ტურში მსგავსი რამ აღარ დაუშვას“ – გიგი წერეთელი