„ქართულმა ოცნებამ“ უნდა გაითვალისწინოს ამერიკის საელჩოსა და საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების მიერ აღნიშნული მძიმე დარღვევები და მეორე ტურში მსგავსი რამ აღარ დაუშვას“ – გიგი წერეთელი

„საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებმა და ამერიკის საელჩომ სრულად აღნუსხეს ყველა ის მძიმე დარღვევა, რომელიც არჩევნებამდე და არჩევნების დღეს იყო.“ – ამის შესახებ „ევროპულის საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, გიგი წერეთელმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებმა, პირველ რიგში ეუთო-ოდირმა პრაქტიკულად აღნუსხა ყველა ის ძალიან მძიმე დარღვევა, რომელიც იყო ამ არჩევნებზე და ეს განცხადების სათაურშიც კი იყო გამოტანილი – მიუხედავად იმისა, რომ არჩევნების დღე იყო ორგანიზებული, იყო შეჯიბრებითობა – რაც ბევრი კანდიდატის არსებობას ნიშნავს და ეს რეალობაა, მაგრამ ეს ყველაფერი უაღრესად დაზარალდა, მთელი ეს პროცესი, იმით რომ იყო მოსყიდვა, ძალადობა, დაშინება, მედიაზე ზეწოლა და ბევრი სხვა რამ, რაც რეალურად ხდებოდა. ეს სხვა განცხადებებთან ერთად, პრაქტიკულად დაადასტურა ამერიკის საელჩომაც თავის განცხადებაში. „ქართულმა ოცნებამ“ უნდა დაანებოს ამ მარცვლების ამოკრეფას თავი, სადაც პოზიტიურს ნახავენ, პროპაგანდის ამ მხრივ წარმოებას და უნდა გაითვალისწინონ, ის რომ მეორე ტურში ასეთი რამ არ მოხდეს. არ იყოს „ქუჩის ხალხის“ შეგროვება, არ იყოს მთელი რიგი ჯგუფების დაშინება, არ იყოს მოსყიდვა, არ იყოს დამკვირვებლების არ შეშვება და სხვა. ასე რომ მეორე ტურებისთვის, მე ვფიქრობ, რომ ოპოზიციაც კიდევ უფრო მობილიზებული უნდა იყოს და მისი მხარდამჭერები, ხოლო ხელისუფლება უნდა მიხვდეს, რომ ასეთი მიდგომით მხოლოდ ქვეყანას აზარალებს და ძალიან ცოტახნით იხანგრძლივებს ხელისუფლებაში ყოფნას.“ – განაცხადა წერეთელმა

banner
წინა სტატიაშიყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მეუღლე ლიზა იასკო უკრაინიდან ვიდეომიმართვას ავრცელებს
შემდეგი სტატიაფეისბუკი, ინსტაგრამი და ვოთსაპი გაითიშა