ყოფილი პატრულ-ინსპექტორი გიორგი ბაბუნაშვილი ლევან იზორიას ძმის დაკავების სკანდალურ დეტალებს იხსენებს

სკანდალური საპატრულო ეკიპაჟი 305 - გიორგი ბაბუნაშვილის ექსკლუზიური ინტერვიუ

"თაიმერის" სკანდალური ინფორმაცია რამდენიმე წუთში–სრული ვერსიაე.წ. „ნარუშილოვკების სკანდალის“ მთავარი ფიგურანტი, 305-ე საპატრულო ეკიპაჟის ყოფილი პატრულ-ინსპექტორი, გიორგი ბაბუნაშვილი, რომელიც ამჟამად ევროპაში იმყოფება, „ქრონიკა+“-ის მთავრი რედაქტორის, ელისო კილაძის განცხადებას, რომ მსხვილი ნარკორეალიზატორების მფარველი თავდაცვის მინისტრის, ლევან იზორიას ძმა, ვახტანგ, იგივე კიკა იზორიაა ეხმიანება და კიდევ ერთხელ იხსენებს, თავდაცვის მინისტრის ძმა რა ვითარებაში გააჩერა.
„იმ დროს, როცა ავტომობილში ნასვამი ადამიანი ზის და აწეულ შუშას წევს, ალკოჰოლის დაგროვილი სუნი გარეთ გამოდის გარეთ, რასაც გარეთ მდგომი პიროვნება მძაფრად შეიგრძნობს… ალკოჰოლის სუნი არ შეიგრძნობოდა და ისმის შეკითხვა: ეს არაადექვატურობა რისგან იყო გამოწვეული? კადრებშიც ჩანს, მეორეჯერ რომ მეკითხება, რა ღერძულაო. შეგნებულად, სანამ „ნარუშილოვკას“ ამოიღებს, ახლოს მივიწიე, რათა დავრწმუნებულიყავი, ალკოჰოლის სუნი იყო თუ არა, მაგარმ ალკოჰოლის სუნი ვერ ვიგრძენი და როცა ე. წ. ნარუშილოვკის მოწმობა მომაწოდა, უკვე ხელ-ფეხი შემეკრა.
კიდევ ერთხელ ვიმეორებ: ის არფხიზელ მდგომარებაში და შესაბამისად, არაადექვატური იყო, თუმცა არ ვიცი, ეს რისგან იყო გამოწვეული “, – აცხადებს გიორგი ბაბუნაშვილი „თაიმერთან“ საუბარში.

 

https://youtu.be/VJW7PGz6j-k

 

banner
წინა სტატიაშიდე ფაქტო აფხაზეთის ე.წ. პარლამენტარობის კანდიდატი ამომრჩევლებს მეგრულად ესაუბრება
შემდეგი სტატიაახალაბასთუმანში მსუბუქ ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა