დე ფაქტო აფხაზეთის ე.წ. პარლამენტარობის კანდიდატი ამომრჩევლებს მეგრულად ესაუბრება

აფხაზეთის დე ფაქტო საპარლამენტო არჩევნების კანდიდატმა, კახა პერტაიამ გალის რაიონში ამომრჩევლთან შეხვედრა მეგრულ ენაზე ჩაატარა. ვიდეოში, რომელიც “თაიმერმა” მოიპოვა, პერტაიას ნდობით აღჭურვილი პირი თანასოფლელებს კანდიდატს წარუდგენს და მის მხარდაჭერას სთხოვს.
დღესვე, გალის რაიონის სოფელ ჩხორთოლში, უცნობმა პირებმა, როგორც რაიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, თემურ ნადარაია იუწყება, აფხაზეთის დე ფაქტო საპარლამენტო არჩევნების კანდიდატის, კახა პერტაიას მანქანა დაცხრილეს, რასაც პერტაიას მხრიდან საპასუხო ცეცხლის გახსნა მოჰყვა, თუმცა ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.
დე ფაქტო რესპუბლიკის სამართალდამცავები დამნაშავეს ამ დრომდე ეძებენ.
შეგახსენებთ: თვითგამოცხადებული აფხაზეთის რესპუბლიკის საპარლამენტო არჩევნები 12 მარტს გაიმართა. 22 უბანზე მეორე ტურია დანიშნული.

https://youtu.be/4UHy3eu4Wdw

banner
წინა სტატიაშიგალის რაიონში ტერაქტი მოხდა
შემდეგი სტატიაყოფილი პატრულ-ინსპექტორი გიორგი ბაბუნაშვილი ლევან იზორიას ძმის დაკავების სკანდალურ დეტალებს იხსენებს