ყოფილი პარლამენტარის, ნოდარ მოდებაძის მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია

შსს-ს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1996 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ა. ზ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა თელავის რაიონის სოფელ აკურაში, ურთიერთშელაპარაკებისას, სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა 1950 წელს დაბადებულ ნ.მ.-ს და მიიმალა. დაჭრილი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ა. ზ. მომხდარიდან რამდენიმე დღეში დააკავეს.

პოლიციამ, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო.

banner
წინა სტატიაშიზურაბ ჭიაბერაშვილი სოფელ იორმუღალოს მოსახლეობას შეხვდა
შემდეგი სტატიაყოფილმა პატიმარმა ბაჩო ახალაია და მეგის ქარდავა წამებაში დაადანაშაულა