ზურაბ ჭიაბერაშვილი სოფელ იორმუღალოს მოსახლეობას შეხვდა

ნაციონალური მოძრაობის საგარეჯოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზურაბ ჭიაბერაშვილი იმყოფებოდა, სადაც ადგილობრივებს შეხვდა. მოსახლეობის უმნიშვნელოვანეს პრობლემას თავდაცვის სამინისტროს ტენდერში გამარჯვებული კომპანია თელეთის ხორცის მხრიდან ნაკისრი ვალდებულების არშესრულება წარმოადგენს.

როგორც მოსახლეობა აცხადებს, კომპანიამ, რომელსაც ჯარის საკვები პროდუქტით მომარაგება ევალება და რომელსაც ისინი ხორცს აბარებდნენ, 50 000 ლარის დავალიანება აქვს. მიუხედავად არაერთი თხოვნისა, კომპანიის ხელმძღვანელი დავალიანების დაფარვაზე უარს ამბობს და მიზეზად მთავრობასთან მის კონტაქტებს ასახელებს.

banner
წინა სტატიაში“ნაციონალური მოძრაობა” გორში პარტიის ოფისზე თავდასხმის შესახებ საუბრობს
შემდეგი სტატიაყოფილი პარლამენტარის, ნოდარ მოდებაძის მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია