ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებულ ძალადობასა და მუქარაში ბრალდებულს 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებულ ძალადობასა და მუქარაში ბრალდებული ვ.ა. დამნაშავედ ცნო.

პროკურატურის პრესსამსახურის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 27 მაისს, ვ.ა.-მ არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ყოფილ მეუღლეს ი.კ.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და მოკვლით დაემუქრა.

„სამართალდამცველებმა ვ.ა. 2018 წლის 28 მაისს ქ.თბილისში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით (სიცოცხლის მოსპობის მუქარა, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ) და 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ვ.ა. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, – აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

banner
წინა სტატიაში“ჩემი გაპრეზიდენტების შემდეგ, ერთი ადამიანის გატაცებაც კი, რუსეთის ბიუჯეტს დაუჯდება მილიონები,” – შალვა ნათელაშვილი
შემდეგი სტატიაწერეთელზე ავტომობილი ქვეითად მოსიარულე მამაკაცს დაეჯახა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა