“ჩემი გაპრეზიდენტების შემდეგ, ერთი ადამიანის გატაცებაც კი, რუსეთის ბიუჯეტს დაუჯდება მილიონები,” – შალვა ნათელაშვილი

“ლეიბორისტული” პარტიის ლიდერი გორის რაიონის სოფელ კირბალში ჩავიდა და დოთიაშვილების ოჯახი მოინახულა. შალვა ნათელაშვილმა კირბალიდან კიდევ ერთხელ გააპროტესტა ოკუპაციის ფაქტი და ხელისუფლებას ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდა.

„ამ სოფელში, ლამის ყოველი მეორე მცხოვრები ნამყოფია ცხინვალის იზოლატორში, ეს მაშინ, როდესაც ივანიშვილი და მთელი ქართული ელიტა მილიარდებს აკეთებს მოსკოვში და უვიზოდ მიდი-მოდიან და იქვე აქვთ სასახლეები. ჩემი გაპრეზიდენტების შემდეგ, ერთი ადამიანის გატაცებაც კი, რუსეთის ბიუჯეტს დაუჯდება მილიონები საერთაშორისო სანქციების მეშვეობით, რის თაობაზეც მე ვარ გარანტი, რომ არ მოვაკლებ ამ სიამოვნებას. ახლა კი მე ვთხოვ რუსეთის საოკუპაციო ბაზების ხელმძღვანელობა, ის ვაჟკაცი კაცი დააბრუნონ თავის ოჯახში,“ – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

შეგახსენებთ აკაკი დოთიაშვილი უკვე მესამე დღეა უკანონო პატიმრობაში რჩება ცხინვალის ციხეში. როგორც გატაცებულის ოჯახის წევრები ამბობენ, ამ დრომდე მის შესახებ არანაირ ინფორმაციას არ ფლობენ.

banner
წინა სტატიაშიფონდ „იავნანას“ საქმე – ბრალდების მხარეს კითხვები ბურჭულაძის და მისი მეუღლის სამოგზაურო ხარჯებთან დაკავშირებით აქვს
შემდეგი სტატიაყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებულ ძალადობასა და მუქარაში ბრალდებულს 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა