ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტი: უკრაინის ავტოკეფალიას მხარს ვუჭერ

ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტ საბა გიგიბერიას განცხადებით, ის უკრანის ავტოკეფალიას მხარს უჭერს. ამასთან მეუფე აღნიშნავს, რომ წმინდა სინოდის სხდომაზე კონკრეტულად რაიმე საკითხის დაყენებას არ აპირებს.

“სინოდი იმიტომ იკრიბება რომ იმსჯელოს ყველა საკითხზე, რომელიც ტელევიზიით გაჟღერდა. მე პირადად საკითხს არ დავაყენებ სინოდის წინაშე, რაც შეეხება უკარინის ავტოკეფალიას, ცალსახად მხარს ვუჭერს უკრაინის ავტოკეფალიას და თუ კი იქნება სინოდზე განხილვა, რა თქმა უნდა, გავითვალისწინებ მათ პოზიციას”, – განაცხადა მეუფე საბა გიგიბერიამ.

12 ოქტომბერს საბერძნეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა, საგანგებო სხდომაზე უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია აღიარა.

banner
წინა სტატიაშიმირჩევნია დავისაჯო სიმართლისთვის, ვიდრე ტყუილისთვის გავმართლდე
შემდეგი სტატიააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის სალიკვიდაციო პროცესი დასრულდა