აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის სალიკვიდაციო პროცესი დასრულდა

მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის ადმინისტრაციულ შენობაში, იუსტიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის იგორ კოპალიანის ხელმძღვანელობით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის სალიკვიდაციო კომისიის შემაჯამებელი სხდომა გაიმართა. კომისიის სხდომაზე კომისიის წევრებმა შეაჯამეს ლიკვიდაციის პროცესში განხორციელებული ღონისძიებები.
„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აფხაზეთის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2019 წლის 30 ივლისის №24-რს კანონის საფუძველზე 2019 წლის 1 ნოემბრამდე გამოცხადდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის ლიკვიდაცია.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის ფუნქციები და უფლებამოსილებები:
ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრები – პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მიმღებ პირებზე გასაცემი პირადობის ნეიტრალური მოწმობისა და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მომზადებაში მონაწილეობის მიღებისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან (აფხაზეთიდან) იძულებით გადაადგილებულ პირთათვის სამართლებრივი დახმარების უზრუნველყოფის მიმართულებით გადაეცა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სამინისტროს და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა სამინისტრო ჩაითვალა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის უფლებამონაცვლედ მოქმედი კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში;
ბ) სამართალშემოქმედებისა და სამართლებრივი ექსპერტიზის მიმართულებითა და ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებათა საქმიანობის კოორდინაციისა და ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ინიციატივების განხორციელების ფარგლებში მონაწილეობის მიღების მიმართულებით გადაეცა იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატს და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატი ჩაითვალა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტის უფლებამონაცვლედ მოქმედი კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში.
ზემოაღნიშნული კანონით უფლებამონაცვლე უწყებებსა და მათ სისტემებში შემავალ დაწესებულებებს, ფუნქციათა ანალიზის საფუძველზე, დაევალა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციის დეპარტამენტში დასაქმებული საჯარო მოსამსახურეების მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მობილობის წესით შესაბამის თანამდებობებზე გადაყვანის უზრუნველყოფა.
აფხაზეთის მთავრობის 2019 წლის 8 აგვისტოს №19 დადგენილებით შეიქმნა სალიკვიდაციო კომისია, რომელსაც დაევალა 2019 წლის პირველ ნოემბრამდე უზრუნველეყო:
ა) იუსტიციის დეპარტამენტის ბალანსზე რიცხული ქონებისა და დებიტორულ-კრედიტორული დავალიანებების სრული ინვენტარიზაცია და სალიკვიდაციო ბალანსის შედგენა;
ბ) იუსტიციის დეპარტამენტის ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონების, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, საჭიროების შემთხვევაში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროს ჩართულობით შესაბამისი უფლებამონაცვლე ორგანიზაციებისათვის გადაცემა, ხოლო დარჩენილი ქონების აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროსათვის გადაცემა;
გ) იუსტიციის დეპარტამენტში არსებული დოკუმენტაციის (მასალის), მათ შორის, ელექტრონული ფორმით არსებულის, დამუშავება-სისტემატიზაცია და, საჭიროების შემთხვევაში, უფლებამონაცვლე დაწესებულებებისათვის გადაცემა ან/და მათი დაარქივება, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
დ) სამუშაო ჯგუფების შექმნა ლიკვიდაციის პროცესში წამოჭრილი სხვადასხვა თემატური საკითხის მოსაგვარებლად;
ე) კომისიის მუშაობის დასრულების შესახებ ინფორმაციის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისათვის წარმოდგენა;
ვ) იუსტიციის დეპარტამენტის ლიკვიდაციასთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა ღონისძიებების განხორციელება.

banner
წინა სტატიაშიხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტი: უკრაინის ავტოკეფალიას მხარს ვუჭერ
შემდეგი სტატია„ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჰუმანიტარული კრიზისი არის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა“- დავით ზალკალიანი