ხონის მუნიციპალიტეტის მერმა და მოხალისეებმა მარტოხელა ადამიანებისთვის პროდუქტების გადაცემა დაასრულეს

ხონის მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯურხაძემ და მოხალისეებმა 170-მდე მარტოხელა ადამიანისთვის პროდუქტების გადაცემა დაასრულეს.

პროცესში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც იყვნენ ჩართული.

დღესვე ხონის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღების 850 აღსაზრდელისთვის საკვები პროდუქტის სახლებში დარიგება დაიწყო.

“საგანგებო ვითარებაში მნიშვნელოვანია ყველა მოხუცმა და ჩვენმა აღსაზრდელებმა მიიღონ კვების საჭირო რაციონი. იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეები დარჩნენ სახლში და თავიდან აიცილონ საფრთხე, ჩემს თანამშრომლებთან და მოხალისეებთან ერთად თითოეულ ოჯახს ადგილზე მივუტანეთ მათთვის განკუთვნილი ნობათი“, – განაცხადა ლადო ჯურხაძემ.

მუნიციპალიტეტის მასშტაბით სულ 170-მდე 70 წელს გადაცილებული მარტოხელა ადამიანი ცხოვრობს. ყველა მათგანისთვის საკვები პროდუქტი მერიამ შეიძინა. გარდა ამისა, აკად. ბ.ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა გოჩა ბაკურაძემ, ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქუტირსა და პატარა ჯიხაიშში მცხოვრებ მარტოხელა მოხუცებს თავისი ინიციატივითა და საკუთარი სახსრებით დახმარება გაუწია. მან თითოეულ ოჯახს 160 ლარის ღირებულების სხვადასხვა დასახელების საკვები პროდუქტი გადასცა.

banner
წინა სტატიაშიამირან გამყრელიძე:ძალიან მაღალი ალბათობით გვაქვს შიდა გავრცელების პრეცედენტი
შემდეგი სტატიაწყალტუბოში შეჭირვებული და 70 წელს გადაცილებული მოსახლეობისთვის პროდუქტის გადაცემა გრძელდება