წყალტუბოში შეჭირვებული და 70 წელს გადაცილებული მოსახლეობისთვის პროდუქტის გადაცემა გრძელდება

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში შეჭირვებული და 70 წელს გადაცილებული მოსახლეობისთვის პროდუქტის გადაცემა გრძელდება.

სოფელ ფარცხანაყანევსა და ქვიტირში მცხოვრებ 40 ოჯახს ბიზნესმენმა ჯაბა კვერნაძემ ქველმოქმედების სახით 50-ლარიანი პროდუქტების კალათა და ვაუჩერები გამოუყო.

სოფელში, რამდენიმე შეჭირვებულ ოჯახში მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი, მაჟორიტარი დეპუტატი ცოტნე ზურაბიანი და საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი პაატა ახალაძე იმყოფებოდნენ, რომლებმაც კონკრეტული დაპირებები გასცეს.

“კორონავირუსის წინააღმდეგ კოორდინირებული, პრევენციული ღონისძიებების გატარება გრძელდება, მიხარია, რომ გამოჩნდნენ კეთილი ნების ადამიანები, რომლებიც უანგაროდ ეხმარებიან მოსახლეობას. ეს პროცესი შექცევადია და ადგილობრივი ბიუჯეტიდან მოხდება თანხის გამოყოფა, რათა ამ ეტაპზე ყველა გაჭივრებულ ოჯახს გადავცეთ საკვები პროდუქტები”, – განაცხადა მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა.

ფარცხანაყანევსა და ქვიტირში საქველმოქმედო აქციის პარალელურად შეჭირვებულ ოჯახებს მაღაზიების მეპატრონეები სოფელ მაღლკაშიც დაეხმარნენ.

მუნიციპალიტეტში აქტიურად მუშაობენ მოხალისეები, ისინი ყოველდღიურ რეჟიმში უზრუნველყოფენ ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნების შესრულებას.

banner
წინა სტატიაშიხონის მუნიციპალიტეტის მერმა და მოხალისეებმა მარტოხელა ადამიანებისთვის პროდუქტების გადაცემა დაასრულეს
შემდეგი სტატიაბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული 6 პირიდან კორონავირუსი დღეს არც ერთს არ დაუდასტურდა