ყოჩაღ! კობახიძე ყოფილა კაციპიროვნება და ქუდიც კობახიძეს ხურებია!

“მეც ვიყურებ, ვუსმენ, ვფიქრობ და ნელ-ნელა მივდივარ დასკვნამდე – შვილები უნდა გავხიზნო ქვეყნიდან – როდის, როგორ და სად, არ ვიცი, მაგრამ ვფიქრობ.
იმ სამშობლოდან, რომლის ფხვიერ და ნოყიერ მიწას ჩემი სისხლის და ოფლის რამდენიმე წვეთი „ანოყიერებს“ – ძნელია.
იმ სამშობლოდან, რომელიც ბევრისგან განსხვავებით მიყვარს და მტკივა და რომელიც ჩემი შვილებისთვისაც მინდა – ჩემს შვილებს უყვართ სამშობლო!
ფაქტი: “ეს ინფორმაცია კიევიდან მივიღეთ, მაგრამ გახარიას არ გავანდეთ” – განაცხადა კობახიძემ.
ესე იგი, კიევს სცოდნია, რომ საქართველოში „შინაგან საქმეთა სამინისტროს და თავდაცვის საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, ეს შეიძლება ყოფილიყო სულ 15 კაცი“, სახელმწიფო გადატრიალებას აწყობდნენ.
და, რაკი, კობახიძე აცხადებს, რომ: “18 თებერვალს უკვე, [ნიკა მელიას] ვერდაკავების საბაბით, ისინი აცხადებდნენ ე.წ. ალტერნატიულ მთავრობას თავისი ე.წ. ძალოვანი მინისტრებით, ეს არის ინფორმაცია, რაც ჩვენ გვქონდა კიევიდან», გამოდის, სააკაშვილი@კომპანის კომენტარები, სტატუსები და ამდაგვარი ღია განცხადებები იგულისხმება, თორემ, ლამის ვიფიქრო, სააკაშვილმა ზელენსკის მთავრობა ჩააყენა საქმის კურსში. მათ, თავის მხრივ საქართველოს სახელისუფლებო შტოს იმ ორი სამინისტროდან ერთ-ერთი მაინც, სადაც გადატრიალება იგეგმებოდა.
ესე იგი, საქართველოს ერთიანობის და უსაფრთხოების დამცველი უწყებების 15 კაცი, გადატრიალებას გეგმავდა და ამ უწყებების, ადგილობრივი უსაფრთხოების სამსახურის ნაცვლად, ინფორმაცია კიევმა გაიგო და პარტნიორებს მიაწოდა.
ესე იგი, ორი სამინისტროს ხელმძღვანელობამ, რომელთაგან ერთს დღევანდელი პრემიერი ხელმძღვანელობდა, ჯარში და პოლიციაში ბუნტი იყო და არაფერი იცოდნენ.
ეს 15 კაცი, „უბრალო მოკვდავი“ რომ არ იქნებოდა, ხომ ვიცით? წარმოგიდგენიათ რამდენად სუსტი სამსახურები მართავს სახელმწიფოს?
ამას მე არ ვამბობ, კობახიძემ თქვა.
შემდეგი: „ჩვენთვის ამ ძალოვანების ვინაობა არ არის ცნობილი, გეგმის ნაწილი რომ იყო, ეს არის ცნობილი, რაოდენობებზე იყო საუბარი, თუმცა გვარები ჩვენ არ ვიცით».

თითქმის ოთხი თვეა გასული მას შემდეგ, რაც უწყებებმა ინფორმაცია მიიღეს და გამოძიება არ დაწყებულა!
არავინ დაინტერესებულა იმ 15 კაცის ვინაობით, ვინც ჩვენი შვილების საქართველოს თავზე გვამხობდა!
პირიქით, ამ 15 კაცთან ალიანსში მყოფ იმჟამინდელ პრემიერს კარტბლანში მისცეს და პარტია შეაქმნევინეს!
და ის 15 კაცი ახლა სადაა?
ხვალ იმ 15-მა რომ იბარტყოს და გახდეს 30, ზეგ – 60, მაზეგ 90 და არჩევნებამდე არმია, სად უნდა წავიდნენ ჩვენი შვილები? ის, რაც ჩვენ გამოვიარეთ – არეულობა, ქაოსი, ომი, მათაც უნდა გამოიარონ?
„ეჭვი გამოიწვია ამ თანხვედრამ – იქიდან ამბობენ, რომ 2-3 დღე გვჭირდება და ავაყირავებთ ხელისუფლებასო და აქ ითხოვს ჩვენი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი, გაუგებარი მოტივით, 2-3 დღით ოპერაციის გადადებას» – კობახიძის ამ ნათქვამით, ვფიქრობ, რომ სააკაშვილის @ბანდის კომენტარები იგულისხმება და ცოტა დავმშვიდდი.
რატომ? აბა, თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ პოლიციის და თავდაცვის წარმომადგენლები გადატრიალებისთვის ემზადებიან და ამის შესახებ საქართველოში არავინ არაფერი იცის. ეს ხომ ტრაგედიაა და რაკი მხოლოდ ნაცმაცუნების კომენტარების მიხედვით ასკვნიან კობახიძე და სხვები, რომ მორიგი აურზაურის წკიპზე ვიდექით, დაწყნარების უფლებას ვაძლევ თავს – სააკაშვილი საქართველოდან წასვლის შემდეგ სულ იმუქრება.

«მინდა ვუთხრა ბორიას, მას ბორიათ იცნობენ, ბორია აუცილებლად ჩამოგაკითხავ საქართველოში“ – 2018 წელს თქვა ეს მიშამ. უფრო ადრეც და უფრო გვიანაც, თურქეთის საზღვართანაც დაერჭო და ბილეთიც ჰქონდა აღებული, მაგრამ რა? მეხოტბენი ისევ „დგანან და ელიან, უსაზღვროა მათი მოლოდინი“.
და, უცებ, მიშამ 15 კაცი ნახა თავდაცვასა და შსს-ში?
ნაცებითაა სავსე – ეს „სიმღერა“ ვიცი, მრავალი წელია ვისმენ. ჩვენი დამსახურება არაა ნაცებით რომ არის სავსე ყველა უწყება, კოჰაბიტაცია რომ გამოუცხადეს, დამნაშავე რომ არ დაიჭირეს და მთავარ ოპოზიციურ ძალადაც რომ გამოაცხადეს.
ვინც ეს გააკეთა, გუშინ სწორედ მან ისაუბრა გადატრიალებაზე!
კობახიძეს და მასთან მოგუნდავეთ ჰგონიათ რომ ქვეყანა ჩალითაა გადახურული, ხოლო მოსახლეობას თავი ნახერხით აქვს გაძეძგილი, ტვინის ნაცვლად – გასდის და ტირის.
აქამდე ნაცები საფრთხობელად შწირდებოდათ და მშვენივრად ასრულებდნენ ისინი ამ როლს, გარიგების ფონზე. გახარია საფრთხობელა ვერ იქნება, გახარია საშიშია და ამიტომ ვერ გასცდნენ სააკაშვილ-მერაბიშვილის სცენარს – ზილების რევოლუცია მოელანდათ და ხალხის დაზომბების ახალ ეტაპზე გადავიდნენ.
თურმე, არ იციან ვინ გეგმავდა რევოლუციას, ვინ იყვნენ ის 15-ნი, მაგრამ იციან რომ გეგმავდნენ და მეტიც, ინფორმაცია მიიღეს და პრემიერ მინისტრ გახარიას არ უთხრეს. ეს რას ნიშნავს? მრავალი წელი სახელმწიფო გადატრიალებაზე მეოცნებე პრემიერ უკრავდნენ ტაშს და ასხამდნენ ხოტბას? ან სად არის მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით დაწყებული გამოძიება? პროკურორსაც დაუმალეს? შინაგან საქმეთა მინისტრსაც? თავდაცვის მინისტრსაც?
ყოჩაღ! კობახიძე ყოფილა კაციპიროვნება და ქუდიც კობახიძეს ხურებია!”

banner
წინა სტატიაშიგანათლების სამინისტრო – სკოლებში ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი კვლავ დაბალ ნიშნულზე რჩება
შემდეგი სტატიამანდატებზე უარის თქმის შემთხვევაში, პარტია საბიუჯეტო დაფინანსებას დაკარგავს