მანდატებზე უარის თქმის შემთხვევაში, პარტია საბიუჯეტო დაფინანსებას დაკარგავს

პარლამენტი საკანონმდებლო პაკეტის განხილვას დაუბრუნდა. პარტია, რომელიც მანდატებზე უარს იტყვის, საბიუჯეტო დაფინანსებასა და კანონით განსაზღვრულ პრივილეგიებს დაკარგავს.

ამ მიმართულებით “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” კანონში, “საარჩევნო კოდექსისა” და პარლამენტის რეგლამენტში დაგეგმილ ცვლილებებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტი მეორე მოსმენით, მუხლობრივად იხილავს.

საკანონმდებლო პაკეტი უმრავლესობის წევრების ინიციატივაა, რომელიც პარლამენტს გასული წლის დეკემბერში წარედგინა, პირველი მოსმენით მალევე მიიღეს და დასკვისთვის ვენეციის კომისიას გაუგზავნეს.

banner
წინა სტატიაშიყოჩაღ! კობახიძე ყოფილა კაციპიროვნება და ქუდიც კობახიძეს ხურებია!
შემდეგი სტატიაჩინეთში „სინოვაკის“ ვაქცინით 3-დან 17-წლამდე არასრულწლოვნებს აცრიან