ხობში ენმ-ის წევრებს ბოქლომი წაართვეს და ოფისიდან ორი ცოცხი გამოიტანეს

ხობში ენმ-ს წევრებს “ქართული ოცნების” ოფისის დაბოქლომების საშუალება არ მისცეს. რამდენიმე წუთის განმავლობაში მმართველი პარტიის ოფისთან ხმაური და დაპირისპირება იყო, რაც საბოლოოდ იმით დასრულდა, რომ ენმ-ს წევრებს ბოქლომი წაართვეს და ოფისიდან ორი ცოცხი გამოიტანეს.

“მასკარადი”,- ასე აფასებენ მმართველი გუნდის მხარდამჭერები პროტესტის ამ ფორმას. ოპოზიციური პარტიის წევრები კი, ხობის მაჟორიტარს დაჩი ბერაიას რაიონის სირცხვილს უწოდებენ.

“ბიძაშვილ-მამიდაშვილის კანტორად რომ აქცია აქაურობა და ვითომ ივანიშვილს შეეწინააღმდეგა, დავაბოქლომებთ მაინც!”-აღნიშნა პარტიის ხობის ორგანიზაციის წარმომადგენელმა ია ჯიშკარიანმა.

banner
წინა სტატიაშისაკრებულოს სხდომაზე გოკა გაბაშვილმა ტრიბუნას ბოქლომი დაადო, ლევან ხაბეიშვილს კი, სკამზე ცოცხი დაუდეს
შემდეგი სტატიარუსლან აბაშიძე ქობულეთსა და ჩაქვში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებს შეხვდა