ხმაურის დასაშვებ ნორმაზე ზედამხედველობას 2019 წლის 1 აპრილამდე შსს გააგრძელებს

საცხოვრებელ სახლში, კერძო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ან საზოგადოებრივი/საჯარო დაწესებულების შენობაში აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებისა და ღამის საათებში პიროტექნიკული ნაკეთობის გამოყენებისათვის დადგენილი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების უფლებამოსილება ერთი წლის განმავლობაში ისევ შინაგან საქმეთა სამინისტროს ექნება.

შესაბამისი ცვლილებები „ადმინისტრაციულ-სამართალდარღვევათა კოდექსში“ შედის, რომლის ავტორებიც საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ეკა ბესელია და ლევან გოგიჩაიშვილი არიან.

კანონპროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა კანონის დადგენილ ვადაში “2019 წლის პირველ აპრილამდე შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის განსაზღვრა, ორგანიზაციულ, საკადრო და სხვა შესაბამისი ფინანსურ-მატერიალური ღონისძიებების განხორციელება ვერ მოასწრეს, რომ შსს-გან გადმოებარებინათ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების ფუნქცია, რის გამოც წარმოიშვა შსს-ს ორგანოებისათვის დაკისრებული ამ ფუნქციის ვადის ერთი წლით – 2019 წლის პირველ აპრილამდე გაგრძელების აუცილებლობა“, – აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

ცვლილების ინიცირება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდა.

banner
წინა სტატიაშიხელვაჩაურში არასრულწლოვნების ჩხუბის ამსახველ ვიდეოზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
შემდეგი სტატიაგიგა ბოკერია : არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების საკითხზე ერთობლივი რეზოლუციის ტექსტთან დაკავშირებით შეთანხმება ჯერ კიდევ არ შემდგარა