ხელვაჩაურში არასრულწლოვნების ჩხუბის ამსახველ ვიდეოზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით, რომელზეც არასრულწლოვნებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირებაა ასახული, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

ვიდეომასალაში ნაჩვენებია ხელვაჩაურში არასრულწლოვნების ჩხუბი, კონკრეტულად როგორ უსწორდება ორი მოზარდი ბოშა გოგონებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

banner
წინა სტატიაშიდავით ბაქრაძე : ჟენევის ფორმატთან თამაში უაღრესად საშიშია
შემდეგი სტატიახმაურის დასაშვებ ნორმაზე ზედამხედველობას 2019 წლის 1 აპრილამდე შსს გააგრძელებს