ხმაური იყო ე.წ. დეზერტირების ბაზრობასთან

ხმაური იყო ე.წ. დეზერტირების ბაზრობასთან. კონფლიქტი მოვაჭრეებსა და ბაზრის დირექციას შორის მოხდა. მოვაჭრეების თქმით, პრემიერ-მინისტრის დაპირების მიუხედავად, დილით ბაზრობის კარები დაკეტილი დახვდათ და მათ მუშაობის საშუალება არ მიეცათ. მოვაჭრეებმა შესვლა მაინც მოახერხეს, თუმცა მოგვიანებით ადგილზე სამართალდამცველები მივიდნენ და მათ ტერიტორია დაატოვებინეს.

მოვაჭრეები აცხადებენ, რომ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დაპირება არ შეასრულა. მათივე თქმით, ეს ძირითადი შემოსავლის წყაროა და იძულებულები არიან, მუშაობა გააგრძელონ.

banner
წინა სტატიაშიმარინა ეზუგბაია : ასეთი სტატისტიკური მონაცემებით თუ გადავივლით პიკს, იმედია, რომ შემოდგომამდე გარკვეულწილად თავდაცულები ვიქნებით
შემდეგი სტატიაირაკლი ჩიქოვანი : მოქალაქეებმა შეზღუდვების შემსუბუქება არ უნდა აღიქვან, როგორც „კოვიდ-19“-ზე გამარჯვება