ხმაური და დაპირისპირება საკრებულოში – ლევან ხაბეიშვილი შენობიდან ძალის გამოყენებით გამოიყვანეს

news
ავტ.: news დეკემბერი 17, 2019 13:27

ხმაური და დაპირისპირება საკრებულოში – ლევან ხაბეიშვილი შენობიდან ძალის გამოყენებით გამოიყვანეს

საკრებულოში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი, ლევან ხაბეიშვილი პოლიციამ საკრებულოს შენობიდან ძალის გამოყენებით გაიყვანა. მას დაზიანებები აქვს.

ხაბეიშვილი იმ აქტივისტებს შორის იყო, რომლებმაც ერეკლე კუხიანიძის კაბინეტში კარავი გაშალეს.

“ეს არ არის მისი ოთახი, ეს არის თბილისელების ოთახი, საკრებულოს შენობა. თბილისელები ვიხდით აბსოლუტურად ყველა ხარჯს. ჩვენ იქ დავდგით კარავი მარტივი რამის აღსანიშნავად, რომ ეს კაცი საკრებულოში ვერ შემოვა და თუ შემოვა, მოუწევს პროტესტის ფონზე გადაადგილებაც და მუშაობაც, ამის სიმბოლურ ნიშნად ჩვენ დავდგით მის ოთახში კარავი”, – თქვა ხაბეიშვილმა.

მან აღნიშნა, რომ კვლავ შეეცდება საკრებულოს შენობაში შესვლას. ლევან ხაბეიშვილის თქმით, გარდა იმისა, რომ დეპუტატია და შენობაში ყოფნის უფლება აქვს, მას ასევე აქვს მშვიდობიანი პროტესტის უფლება.

ცნობისთვის, დღეს, 17 დეკემბერს, ოპოზიციის აქტივისტებმა საკრებულოში, ერეკლე კუხიანიძის კაბინეტში კარავი გაშალეს. მის კაბინეტში მიაკრეს “შეცვალეს” სტიკერები. ისინი სკანდირებენ “მონებო”. კაბინეტში პოლიცია შევიდა და ოპოზიციის აქტივისტები გაიყვანა.

თბილისის საკრებულოში ქართული ოცნების დეპუტატმა ერეკლე კუხიანიძემ საზოგადოების ყურადღება 14 დეკემბერს გამოქვეყნებული Facebook პოსტით მიიპყრო. საკრებულოს წევრმა ოკუპანტების მიერ გატაცებული ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახს “პროვოკატორები”, “იდიოტები” უწოდა და აგინა.

ამის შემდეგ მან კიდევ ერთი პოსტი გამოაქვეყნა, სადაც საზოგადოების აღშფოთებულ ნაწილს “ღრმა ფსიქიკური აშლილობის” დიაგნოზი დაუსვა და თქვა, რომ “ვინც იგნორირებას უკეთებს დასავლეთის რჩევას, ურთიერთობები დავალაგოთ რუსეთთან, პროვოკატორად და ქვეყნის მტრად” მიაჩნია.

ასევე, თბილისის საკრებულოს წევრი ქართული ოცნებიდან, ერეკლე კუხიანიძე, 2019 წლის 20 ივნისს Facebook-ზე წერდა, რომ ვინც რუს დეპუტატს სერგეი გავრილოვს “ფიზიკურად შეეხო – ის არის საქართველოს მტერი და სასტიკად დასასჯელია”.

news
ავტ.: news დეკემბერი 17, 2019 13:27

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


4,647
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics