არჩილ თალაკვაძე : საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ვაშინგტონში კონკრეტულ საკითხებზე ამომწურავი ინფორმაციის მიწოდებას უზრუნველყოფს

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია იმყოფება ვაშინგტონში და უზრუნველყოფს კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით ამომწურავი ინფორმაციის მიწოდებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრისადმი ამერიკელი კონგრესმენების წერილთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისი შეფასებით, საქართველოსთვის აშშ-ს მთავრობისა და სახელმწიფო დეპარტამენტის, ასევე კონგრესის ოფიციალურ პოზიციები სახელმძღვანელოს წარმოადგენს.

„ჩვენთვის სახელმძღვანელო არის აშშ-ს მთავრობისა და სახელმწიფო დეპარტამენტის, კონგრესის ოფიციალურ პოზიციები. ასევე საინტერესოა, როგორც ჩვენი მეგობრების, კონგრესმენების ცალკეული შეფასებებიც. ჩვენ ამას განვიხილავთ როგორც მეგობრების მოსაზრებას. ახლა საპარლამენტო დელეგაცია იმყოფება ვაშინგტონში და ჩვენი დელეგაცია უზრუნველყოფს ამ კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით ამომწურავი ინფორმაციის მიწოდებას, ვინაიდან საქართველოს აქვს მიღწეული ხელშესახები პროგრესი და მხოლოდ იმ ორი საკითხის გამო, რომ პროპორციული არჩევნების თარიღის გადმოწევა ვერ მოხერხდა და პარლამენტმა დაამტკიცა იმაზე ორით მეტი მოსამართლე, რა რჩევაც მისცა ვენეციის კომისიამ, არ უნდა მოხდეს მიღწეული პროგრესის გადაფარვა“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

banner
წინა სტატიაშიაფხაზეთის მთავრობის ინიციატივით ღონისძიება „უფრო ახლოს ერთმანეთთან“ გაიმართა
შემდეგი სტატიახმაური და დაპირისპირება საკრებულოში – ლევან ხაბეიშვილი შენობიდან ძალის გამოყენებით გამოიყვანეს