ხმაური #10 საარჩევნო უბანზე – ენმ-ს კანდიდატის განცხადებით კომისიის ერთ-ერთი წევრი ნასვამ მდგომარეობაშია

რუსთავში „ერთიანი ნაცინალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის მამუკა ჩიქოვანის განცხადებით #10 საარჩევნო უბანზე, კომისიის ერთ-ერთი წევრი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა. #10 საარჩევნო უბნის თავმჯდომარემ გავრცელებული ინფორმაციას “რუსთავიინფოსთან” საუბარში უარყო, თუმცა აღნიშნულ ინფორმაციას ადასტურებს დამკვირვებელი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ და ის კომისიის წევრს შეურაცხყოფაში ადანაშაულებს.
#10 საარჩევნო უბანზე ვითარების გამწვავების გამო, ადგილზე გამოცხადდა, რუსთავის #20 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გაგა აფციაური. მან ჩიქოვანის განცხადებას უსაფუძვლო უწოდა და კომისიის წევრებს სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდა.

banner
წინა სტატიაში“მარნეულში დაძაბულობაა” – იმამყულიევი
შემდეგი სტატია“ქართული ოცნების” ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატმა ხმა მეუღლესა და შვილთან ერთად მისცა