“ქართული ოცნების” ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატმა ხმა მეუღლესა და შვილთან ერთად მისცა

“ქართული ოცნების” ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი მერაბ ქვარაია უბანზე ხმის მისაცემად მეუღლესთან და შვილთან ერთად მივიდა.

მერაბ ქვარაიამ ხმა ზუგდიდის 15-ე უბანზე მისცა.

“ხმა მივეცი ჩვენი შვილების მომავალს, თავისუფლებას, სწრაფ განვითარებას და საერთო სახალხო განვითარებას. დარწმუნებული ვარ, რომ დღევანდელი დღე იქნება ყველა ჩვენგანის ერთიანი საქართველოს გამარჯვება”, – განაცხადა ქვარაიამ.

banner
წინა სტატიაშიხმაური #10 საარჩევნო უბანზე – ენმ-ს კანდიდატის განცხადებით კომისიის ერთ-ერთი წევრი ნასვამ მდგომარეობაშია
შემდეგი სტატიალევან კონჯარია : ჩვენი მომხრეები გვაიმედებენ, რომ ხმას ყველანი “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატს მისცემენ