“მარნეულში დაძაბულობაა” – იმამყულიევი

დაძაბული გარემოა მარნეულის 36-ე მაჟორიტარულ ოლქში. ამის შესახებ ,,ქრონიკას“ ,,ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატმა აკმამედ იმამკულიევმა განუცხადა. იმამკულიევის ინფორმაციით საარჩევნო პროცესი დილიდან დარღვევებით მიმდინარეობს.
მისივე ინფორმაციით დარღვევები სამ სოფელში შეინიშნება და მათ შორის ყიზილაჯლოს 50-ე უბანზე.
როგორც მაჟორიტარობის კანდიდატი აცხადებს ადგილი ჰქონდა ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტებს. სოფელ ქვემო სარალში კი მოსახლეობა შემოხაზულ ბიულეტენებს ღიად კომისიის წევრებს აჩვენებენ.
რაც შეეხება საკუთარ არჩევანს, როგორც იმამკულიევი ამბობს მან ხმა საქართველოს წინსვლას მისცა.

banner
წინა სტატიაშიოთო კახიძე : მარნეულის #50 უბანზე კონვერტებს ხსნიან და მარკირებას არ ამოწმებენ
შემდეგი სტატიახმაური #10 საარჩევნო უბანზე – ენმ-ს კანდიდატის განცხადებით კომისიის ერთ-ერთი წევრი ნასვამ მდგომარეობაშია