გარდაბანში, ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე საკუთარი არჩევანი გააკეთა ნაციონალური მოძრაობის კანდიდატმა, ბესიკ კახაბრიშვილმა.
კანდიდატის შეფასებით, მან ხმა მისცა გარდაბნის განვითარებას. ნაციონალური მოძრაობის კანდიდატს გამარჯვების იმედი აქვს.
„ხმა მივეცი გარდაბანში უმოქმედობის დასრულებას. ყველა ერთად გავიმარჯვებთ,“ – განაცხადა ბესიკ კახაბრიშვილმა.
დღეს გარდაბანში გამგებლის რიგგარეშე არჩევნები მიმდინარეობს.