გარდაბნის არჩევნები – საოლქო კომისიაში ამ დროისთვის საჩივარი არ შესულა

საია მიმდინარე შუალედური არჩევნების დაკვირვების შედეგებს აქვეყნებს

ბოლო ინფორმაციით, გარდაბნის გამგებლის რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით საოლქო კომისიაში არცერთი საჩივარი არ შესულა. ყველა უბანი გახსნილია, თუმცა უცნობია აქტიურობის ზუსტი რაოდენობა.

გარდაბანში საარჩევნო უბნები რვა საათზე გაიხსნა. დღევანდელი არჩევნებისთვის სპეცუბანი დაემატა, შესაბამისად, გარდაბანში 64 საარჩევნო უაბანია გახსნილი. არჩევნებში 72 ათასმა ამომრჩეველმა უნდა მიიღოს მონაწილეობა.

საარჩევნო ოლქში ორი კანდიდატია რეგისტრირებული – ქართული ოცნებიდან გოჩა ჯამარაული და ბლოკიერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან ბესიკ კახაბრიშვილი.

banner
წინა სტატიაში„მანანა კობახიძე სამარცხვინო და სასაცილო განცხადებას აკეთებს“
შემდეგი სტატია„ხმა მივეცი გარდაბანში უმოქმედობის დასრულებას” – “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატმა არჩევანი გააკეთა