ყირგიზეთის პრეზიდენტმა საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგო

ყირგიზეთის პრეზიდენტმა ალმაზბეკ ატამბაევმა, რომელიც საქართველოში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, დღეს გმირთა მოედანზე საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგო და მემორიალი გვირგვინით შეამკო.

ცერემონიას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსი გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე და ყირგიზეთის რეპუბლიკის სახელმწიფო დელეგაციის წევრები ესწრებოდნენ.

banner
წინა სტატიაშიგია ვოლსკი : პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე ირაკლი კობახიძე საკმაოდ სწორი გადაწყვეტილება იქნება
შემდეგი სტატიამსჯავრდებულ ანდრო ჩხიკვიშვილის მიმართ გამამართლებელი განაჩენი დადგინდა