გია ვოლსკი : პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე ირაკლი კობახიძე საკმაოდ სწორი გადაწყვეტილება იქნება

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ, იმ შემთხვევაში, თუკი, პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობას „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე დაიკავებს, სწორი იქნება.

როგორც ვოლსკიმ განაცხადა „ქართულ ოცნებაში“ სპიკერის თაობაზე მსჯელობა არ ყოფილა, თუმცა, კობახიძე გამოცდილების მქონე ადამიანია, რომელიც განათლების მაღალი დონითა და კარგი ადამიანური თვისებებით გამოირჩევა.

„არ არის გამორიცხული, კონსულტაციები უახლოეს პერიოდში დაიწყოს. ამ საკითხზე მთავრობის ხელმძღვანელისა და პარტიის გენერალური მდივნის მოსაზრებები გვეცოდინება“, – დასძინა ვოლსკიმ.

საპარლამენტო კულუარებში არსებული ინფორმაციით, დავით უსუფაშვილის შემცვლელად ირაკლი კობახიძის კანდიდატურა განიხილება.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშვილი : საქართველოს ყირგიზეთის რესპუბლიკის სახით საიმედო პარტნიორი ჰყავს
შემდეგი სტატიაყირგიზეთის პრეზიდენტმა საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგო