ხეთაგუროვის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება

თბილისის მერიის ინფორმაციით, დილის 09:00 საათიდან, საგზაო სამუშაოების გამო, ხეთაგუროვის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება.

 

ასევე, დღეიდან 21 აპრილის ჩათვლით, 23:00 საათიდან დილის 08:00 საათამდე, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება ვახუშტის სახელობის ხიდის გვირაბის მიმდებარე ტერიტორიაზე. შეზღუდვა დედაქალაქში მიმდინარე გზების კაპიტალურ შეკეთებას უკავშირდება.
თბილისის მერია მოსახლეობას შეფერხებისთვის ბოდიშს უხდის.
banner
წინა სტატიაში”ეს შენ გეხება” ფარული თვალთვალისა და მიყურადების საკუთარ მოდელს წარადგენს
შემდეგი სტატიაბერნი სანდერსმა ამომრჩევლებს ჰილარი კლინტონისთვის „ბოზის“ დაძახება აუკრძალა