ბერნი სანდერსმა ამომრჩევლებს ჰილარი კლინტონისთვის „ბოზის“ დაძახება აუკრძალა

აშშ-ს პრეზიდენტობის პოტენციურმა კანდიდატმა დემოკრატიული პარტიიდან, ბერნი სანდერსმა ყველას აუკრძალა თავის ოპონენტს, ჰილარი კლინტონს „კორპორატიული ბოზი“ უწოდონ. ასე უპასუხა მან თავისი ერთ-ერთი მომხრის განცხადებას. „ჩვენ არ გვექნება საერთო სამედიცინო დაზღვევა, თუკი გავაგრძელებთ კორპორატიული დემოკრატიული ბოზების არჩევას, რომლებიც დიდ ფარმაცევტულ კორპორაციებს და კერძო სადაზღვევო კომპანიებს ლობირებენ და არა ჩვენ“ – განაცხადა ექიმმა თერაპევტმა პოლ სინგმა. სანდერსმა მცირეოდენი პაუზის შემდეგ „ტვიტერში“ გამოაქვეყნა განცხადება, სადაც თავისი მომხრე განსაჯა. „ექიმი სონგის გამოსვლას ვაფასებ როგორც უტაქტოს. ჩვენს პოლიტიკურ დისკუსში არ შეიძლება მსგავსი ლექსიკა არსებობდეს“ – დაწერა მან. „ბოდიშს ვიხდი ტერმინი „ბოზის“ გამოყენებისათვის ისეთი ადამიანის მიმართ, რომელმაც კონგრესში კორპორაციებს დაუჭირა მხარი და არა ჩვენ. ეს უტაქტობა იყო“ – დაწერა თვითონ სონგმა. შეგახსენებთ, რომ აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები 8 ნოემბერს გაიმართება. პარტიები საკუთარ კანდიდატებს 2 ივნისს წამოაყენებენ.

banner
წინა სტატიაშიხეთაგუროვის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
შემდეგი სტატია,,ვის გადაარჩენდით პოროშენკო და ერდოღანი რომ იხრჩობოდნენ” -ჟირინოვსკის პასუხი