ხერსონის რეგიონიდან 1 000 ადამიანია ევაკუირებული

უკრაინის გადაუდებელი დახმარების სამსახურის ინფორმაციით, ხერსონის რეგიონიდან 1 000-მდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

სამხრეთის თავდაცვის ძალების ერთობლივი საკოორდინაციო პრეს-ცენტრის ხელმძღვანელის, ნატალია ჰუმენიუკის ინფორმაციით, კახოვკას კაშხლის აფეთქების შედეგად ხერსონის მარჯვენა სანაპიროზე, კრიტიკული მდგომარეობა არ დაფიქსირებულა, მისივე თქმით, მარცხენა სანაპიროს გაცილებით მეტი ზიანი მიადგა.

“მარჯვენა სანაპიროზე, ფაქტობრივად, კრიტიკული პირობები არ დაფიქსირებულა იმ დასახლებებში, სადაც წყალი მატულობს. კერძოდ, რეგიონული ცენტრი კრიტიკულად არ დაზარალდა, დაიტბორა ზოგიერთი მიკრორაიონი, საცხოვრებელი სექტორი და ქუჩები.თქვა მან.
ჰუმენიუკის თქმით, მიუხედავად ამისა, ევაკუაცია განხორციელდა, რადგან წყლის დონე კვლავ მატულობს და ექსპერტების წინასწარი შეფასებით, წყალი კრიტიკულ დონეს მიაღწევს – ვითარების მონიტორინგი მიმდინარეობს, ადგილზე ყველა სამსახური მუშაობს”, – თქვა მან.

ჰუმენიუკი ადგილობრივ მოსახლეობას ურჩევს, ევაკუაციას საკუთარი ძალებით არ ეცადონ.

“არ მგონია, რომ ოკუპანტები მშვიდად უყურებდნენ მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაციას მარცხენა სანაპიროდან მარჯვნივ, ამიტომ არ გირჩევთ რისკზე წასვლას. ბევრად უკეთესია მარცხენა სანაპიროზე ჩასვლა და იქ ევაკუაციის ორგანიზება”, – თქვა ჰუმენიუკმა.

banner
წინა სტატიაშიუკრაინელები მალე მარიუპოლს და ბერდიანსკს მიადგებიან – პრიგოჟინი
შემდეგი სტატიაკახოვკას ჰიდროელექტროსადგურის განადგურების შემდეგ ქალაქ ნოვა-კახოვკაში სამი დასახლება მთლიანად დაიტბორა