ხერსონის ოლქში უკრაინის საჰაერო ძალებმა რუსული სუ-35 ჩამოაგდეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებმა ხერსონის ოლქის ცაში რუსული სუ-35 გამანადგურებელი ჩამოაგდეს, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდლობა იტყობინება.

„დღეს, 27 მაისს, დაახლოებით 14:00 საათზე, უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების MiG-29 გამანადგურებელმა ხერსონის ოლქში რუსული სუ-35 გამანადგურებელი ჩამოაგდო“, – ნათქვამია განცხადებაში.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, 24 თებერვლიდან 27 მაისამდე უკრაინელმა სამხედროებმა 206 რუსული თვითმფრინავი ჩამოაგდეს.

banner
წინა სტატიაშისიამაყით და სიხარულით მივესალმები საზოგადოებრივი მოძრაობის შექმნას “გადადგი ნაბიჯი ევროპისკენ”!… ჩვენი ადგილი მხოლოდ ევროპაშია! ალტერნატივა არ არსებობს – გვარამია
შემდეგი სტატიაCredit Suisse აგრძელებს ივანიშვილზე პოლიტიკურ ზეწოლას, ვალდებულებებს ისევ აიგნორებს – სპიკერი